ჩინეთის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ქველმოქმედებისთვის აპირებს. ამ ინიციატივის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა.
სამინისტროს 4 წლიანი გეგმის თანახმად, 2022 წლისთვის Blockchain ტექნოლოგია დაინერგება საქველმოქმედო შემოწირულობებში, რათა მენეჯმენტი და მთლიანად ფინანსური საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქველმოქმედო შემოწირულობების სისტემის განახლება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. გეგმის მიხედვით, კი Blockchain-ი ჩინეთში საქველმოქმედო პლატფორმის განახლების ახალ რაუნდი უნდა იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მასშტაბით სხვადასხვა Blockchain პროექტი მიმდინარეობს. ეს კი იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში UNICEF-ის ავსტრალიის ფონდმა ინიციატივა წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა კარიპტოვალუტის მაინინგით ქველმოქმედების გაწევის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი თავად ირჩევდა რა რაოდენობის პროცესორის ენეგერგიის დახარჯვა სურდა ქველმოქმედებაში.
“HopePage არის მთლიანად მომხმარებლის მიერ ინიცირებული და სწორედაც მომხმარებელზეა ბოლო სიტყვა: იღებს, თუ არა მონაწილეობას”,- აცხადებდა UNICEF- ის ციფრული ბრენდისა და შინაარსის მენეჯერი ტონი ანდრეს ტანგი.