კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi პარტნიორებთან ერთად Blockchain-ის საინვესტიციო ფონდს აფუძნებს

0
1975

Huobi-მ, სავაჭრო მოცულობით მსოფლიოს მესამე უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ-სამხრეთ კორეულ საინვესტიციო ფონდთან. ფონდი Blockchain კომპანიებზე იქნება ორიენტირებული.

Huobi, ჩინური საინვესტიციო ფირმა NewMargin Capital-თან და სამხრეთ კორეის ფასიანი ქაღალდების კომპანია Kiwoom-სთან ერთად, 93 მილიონის დოლარის ინვესტიციას Blockchain სტარტაპებში განახორციელებს.

ფონდის მიზანია ხელს შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მესამე კომპანია, სამხრეთ კორეის Mirae Asset Financial Group-ი, ასევე ინიციატივით გამოდის, რომ ფონდთან ითანამშრომლოს, როგორც ინვესტორმა.

ამასთანავე, Huobi-ს კონკურენტმა Binance-მა, რომელიც ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა საკუთარი გეგმები გაამჟღავნა, რომლის მიხედვითაც Blockchain-ისა და კრიპტო სტარტაპების მხარდასაჭერად 1 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ფონდს ქმნის.

Huobi-ს, რომელსაც სინგაპურში აქვს სათაო ოფისი ცოტა ხნის წინ დაიწყო სამხრეთ კორეის შვილობილ კომპანიასთან ერთად გეგმის შემუშავება. გეგმა გულისხმობს ლონდონსა და სან-ფრანცისკოში ოფისების გახსნას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, Huobi-ს 24 საათიანი სავაჭრო მოცულობა დაახლოებით, 1.27 მილიარდი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი