კენიაში Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის დაზღვევა მოხდება

0
1516

Etherisc-ი კენიაში Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობას დააზღვევს.

პროექტი მიზნად ისახავს Blockchain-ზე დაფუძნებული დინამიური დაზღვევის პლატფორმის შექმნას, რომელიც ეცდება მცირე მეურნეობების დაცვას კლიმატის ცვლილებების შდეგებისაგან.

დღეს Chainlink Community Grant-ის პროგრამამ გამოაცხადა იაფი სადაზღვევო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დაფინანსდება ეთერუმით. ეს იქნება დეცენტრალიზებული სადაზღვევო პროტოკოლი ACRE აფრიკის და მიკროდაზღვევის ემიტენტს შორის, რომელიც პლანეტის მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტია.

Chainlink–ის განცხადების თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს Blockchain-ზე დაფუძნებული სადაზღვევო პლატფორმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კენიაში თითქმის 250 000 მცირერიცხოვანი ფერმის ხელმისაწვდომ დაფარვას, რომლის უმეტესობა კლიმატის ცვლილებით არაპროპორციულად დაზარალდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს სადაზღვევო პოლისებს საგადახდო განვადებით, რომლის ღირებულება ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ვალუტაზე იქნება 50 ცენტის ექვივალენტი.

საგრანტო თანხა გამოყენებული იქნება პროექტის რამდენიმე ასპექტის დასაფინანსებლად, როგორიცაა “ჭკვიანი კონტრაქტების” შემუშავება, ფერმერებისათვის მოსახერხებელი ბაზების მშენებლობა, ადგილობრივ გადახდის სისტემებთან ინტეგრაცია და სხვა ტექნიკური განვითარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი