„Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ თამაშების მომხმარებლებს, რეალურად ბევრად ურჩევნიათ სახალისოდ გაერთონ და გაატარონ დრო თამაშში, ვიდრე იქ გამომუშავებული ტოკენების განვითარებასა და ფასის საკლირებაზე იფიქრონ”,- განაცხადა Animoca Brand-ის მფლობელობაში მყოფმა Blockchain თამაშების შემქმნელმა.
აღნიშნულ საკითხს 2022 წლის ტოკიოს თამაშების შოუს პირველ დღეს, ლუკ სილეიც შეეხო, რომელიც ავსტრალიაში დაფუძნებული თამაშების შემქმნელის Blowfish Studios-ის მენეჯერია.
მან განაცხადა, რომ ძალიან ბევრმა Blockchain თამაშმა ყურადღება ჯილდოებსა და ტოკენზე გადაიტანა, რის შედეგადაც თამაშის ხარისხს ნაკლები ყურადღება დაეთმო.
„ბევრი სხვა Blockchain თამაშიდან ხედავთ, რომ მათი თამაში ნამდვილად არ არის სახალისო. მაგალითად, დიახ, თქვენ გაქვთ პოტენციალი მიიღოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის ტოკენი და იღებთ ინვესტიციის კარგ ანაზღაურებას, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, თამაში არც ისე სახალისოა, არა?”,- აღნიშნა ლუკ სილეი.
სილეიმ განაცხადა, რომ ზოგადად, ამ თამაშებიდან ბევრს აქვს გამარტივებული თამაშის რეჟიმები, რომლებიც აგებულია მოგებაზე და არა სუფთა სიამოვნებაზე, შესაბამისად ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ იზიდავენ მსგავსი თამაშები ტრადიციულ მოთამაშეებს.