მალტას მარეგულირებელი კრიპტომომხმარებელს აფრთხილებს

0
1602

კუნძულ მალტას მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის მომხმარებლები არალიცენზირებული ბირჟების შესახებ გააფრთხილა. ამასთანავე, მარეგულირებელმა OriginalCrypto პლატფორმას მუშაობის შეჩერება უბრძანა.

კუნძულის მთავრობამ OriginalCrypto-ს შესახებ იტალიური წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია. გამოძიების შედეგად, როგორც დადგინდა ბირჟას ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია არ გააჩნდა. პლატფორმის მფლობელი SolutionsCM-ს ახლა საქმე აქვს ორი ქვეყნის, მალტისა და იტალიის მარეგულირებელთან.

“იტალიის საკანონმდებლო ბრძანების 58/1998 მიხედვით, OriginalCrypto-ს ეკრძალება მუშაობა, რადგან მას არ აქვს ავტორიზაცია გავლილი და შესაბამისად, არ არის ლიცენზირებული კრიპტოვალუტის ბირჟა’,- ნათქვამია იტალიის მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მალტა ციფრული ვალუტის ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ დადებით დამოკიდებულებას ინარჩუნებს. არაერთი ბირჟა გადასულა ევროპისა თუ აზიის ქვეყნიდან მალტაზე სამუშაოდ. მაგალითად, პოლონეთის კრიპტობირჟა Bitbay-მ გადაწყვიტა ქვეყანაში საქმიანობა შეეწყვიტა და მალტაზე გადასულიყო, რადგან კრიპტოვალუტისთვის გაცილებით ხელსაყრელი გარემოა შექმნილი.

Bitbay აცხადებდა, რომ პოლონეთიდან წასვლის მიზეზი ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბანკებთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობას უკავშირდებოდა. რაც შეეხება უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს, ბირჟამ ჯერ კიდევ მარტში, იაპონიის მარეგულირებლისგან მიღებული გაფრთხილების მიღების შემდეგ გადაწყვიტა მალტაზე გადასულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი