დანია Blockchain ტექნოლოგიას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებს

0
1456

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ითვალისწინებს.

მოხსენებაში საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის დასკვნებზეა საუბარი, რომელიც თავის მხრივ, ხაზს უსვამს ტექნოლოგიის გამოყენებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგია შექმნის უფრო გამჭვირვალე მმართველობის სისტემას.

არსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ დანიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც შეუერთდა ევროკავშირის 24 ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს EU Blockchain სტანდარტის დამკვიდრებას.

ევროკავშირისა და Blockchain-ის პარტნიორობა 10 აპრილს გამოცხადდა. ზუსტად ამ დღეს მიმდინარეობდა ევროკომისიის “ციფრული დღის” ღონისძიება, რომლის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის Blockchain ტექნილოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიან მიკელსენმა განაცხადა, რომ დანია იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გამოიყენებს Blockchain ტექნოლოგიას საპორტო საკითხებში, ისეთში როგორიცაა მაგალითად, გემების რეგისტრაცია.

“Blockchain-ის საზღვრების გადალახვა და ერთობლივი ევროპული თანამშრომლობა გადამწყვეტია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამომავლო სტანდარტები და გადაწყვეტილებები, ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ახლა ამ დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი”,- განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი