სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე იონგდეანგპო-გუს ადმინისტრაციულ ოლქში Blockchain ტექნოლოგია დაინერგება.
ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Newsis reports-ი იტყობინება.
სტატიის თანახმად, ოლქი მიზნად ისახავს Blockchain-ის დახმარებით ადმინისტრაციული გამჭვირვალობის გაძლიერებას.
სისტემა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საჯარო მომსახურების სატენდერო კომპანიის შერჩევის პროცედურებში თაღლითობის თავიდან არიდებას. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ზაფხულს იონგდეანგპო-გუს ადმინისტრაციულმა ოლქმა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემის შექმნის შესახებ განაცხადა. სისტემის შექმნის მიზანი ადმინისტრაციული პროცედურების სამართლიანად უზრუნველყოფა და გამჭვირვალობა იყო.
Newsis reports-ი იუწყება, რომ დღევანდელი განცხადება ხაზს უსვამს ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტრომ Blockchain-ის კვლევას მხარი დაუჭირა. მეტწილად კვლევა საგადასახადო კრედიტებისკენ იქნება მიმართული.
ასევე ამ კვირაში გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის თავდაცვის სფეროში Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის შემუშავება დაიწყო.