კანადა Blockchain-ზე დაფუძნებულ პირველ სავაჭრო ბირჟას აარსებს

0
2283

გარკვეული ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ, კანადის ოფიციალური სტრუქტურებისგან ნებართვა გაიცა კანადაში Blockchain-ზე დაფუძნებული პირველ სავაჭრო ბირჟის დაარსების შესახებ. ტორონტოში ბირჟა მომავალ კვირას გაიხსნება და ორიენტირებული იქნება, როგორც მსხვილი ისე, მცირე მასშტაბის Blockchain კორპორაციებზე.

კომპანიის მენეჯერმა კარლ ჩეონგმა განაცხადა, რომ მიუხედავად სხვადახვა შეთავაზებისა, ყველა კლიენტი საუბარს ბიტკოინ და Blockchain ტექნოლოგიებში ინვესტიციებზე იწყებს.

კანადის პოზიტიური ამბების საპირისპიროდ, აშშ-ს ოფიციალური სტრუქტურები აცხადებდნენ, რომ ასეთი კომპანიები რეგულაციებისთვის მზად არ არიან.

“მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის ლეგალურობა”- აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის საინვესტიციო მენეჯმენტის ჯგუფის დირექტორმა დალია ბლასმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი