თითქმის სამწლიანი დისკუსიისა და ლოდინის შემდეგ, რომელიც Blockchain და კრიპტო ინიციატივების ზედამხედველობის ჯგუფის შექმნას დასჭირდა იუტას შტატში, ცოტა ხნის წინ, გუბერნატორმა ხელი მოაწერა აღნიშნული ჯგუფის შექმნის კანონპროექტს.
სამუშაო ჯგუფისთვის დაკისრებული ზოგიერთი ძირითადი მოვალეობა მოიცავს პოლიტიკურ რეკომენდაციას Blockchain და მასთან მასთან ასოცირებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
„სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება Blockchain-ს, ფინანსური ტექნოლოგიების და ციფრული ინოვაციების გამოყენების ხელშეწყობას”,-აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის თანახმად, იუტას შტატის საზედამხედველო ჯგუფი 20-მდე წევრისაგან შედგება, რომლებსაც Blockchain ტექნოლოგიების, კრიპტოვალუტისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში აქვთ გამოცდილება.
ამ 20 წევრიდან ხუთს სენატის პრეზიდენტი დანიშნავს, ხუთს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და ხუთსაც თავად გუბერნატორი.
გარდა ამისა, კანონპროექტი იუტას შტატის ფინანსთა სამმართველოს მოსთხოვს სამუშაო ჯგუფის პერონალის მხარდაჭერას.
პოლიტიკური რეკომენდაციები არაფინანსური წახალისების განვითარებასაც გულისხმობს იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია Blockchain, ფინანსურ ტექნოლოგიებთან და ციფრულ ინოვაციებთან.