იტალიის სენატის კომიტეტმა Blockchain ინდუსტრიის რეგულირების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა.
ცვლილება საკონსტიტუციო საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სენატის კომიტეტებმა დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 23 იანვარს, იტალიის მთავრობამ Blockchain სივრცეში პირველი მარეგულირებელი ნაბიჯი გადადგა.
შესწორება ითვალისწინებს გარკვეულ საბაზისო პირობებს ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Blockchain-ის ციფრული მონაცემების ჩანაწერი ხელს შეუწყობს რეგისტრაციის დროს დოკუმენტაციის იურიდიულ დადასტურებას.
სენატის შემდეგ, დეკლარაცია მოითხოვს პარლამენტისგან დამტკიცებას. მას შემდეგ კი, რაც განკარგულება კანონიერად გადაიქცევა, კანონმდებლობის ტექნიკური ნაწილის შემუშავება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ტექნიკურ სააგენტოსა და იტალიის ციფრულ სააგენტოს დაევალება.
ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახლახან შექმნილი სამუშაო ჯგუფის Blockchain ექსპერტმა ფულვიო სარზანამ განაცხადა, რომ იტალია ცდილობს ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენებით ტრანზაქციების ლეგალიზაციას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია Blockchain-ის ინტეგრაციას სახელმწიფო დონეზე გეგმავდა.
იტალიის მთავრობამ გამოაქვეყნა სია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის 30 მაღალი დონის ექსპერტისგან შედგებოდა. როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ექპერტები Blockchain-ის სახელმწიფო დონეზე ინტეგრირებისთვის იმუშავებდნენ.