ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა

0
1373

26 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. გუშინ დაფიქსირებული ფასების ზრდის ტენდენციის ფონზე დღევანდელი შემცირება ცოტა მოულოდნელიც კი იყო.

ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.790 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 9.796 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, ბიტკოინის ბაზარზე მოცულობა შემცირებული და ის დაახლოებით 64.5% შეადგენს.

ბიტკოინის ფასის მსგავსად შემცირდა ეთერიუმის კურსიც. ალტკოინის ფასის ნიშნული 215 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი კი 2.26%-ით არის შემცირებული.

ამჟამად, ეთერიუმის ფასის ნიშნული 216 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 271 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი