ესპანეთის საფონდო ბირჟა მზად არის Blockchain-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სისტემა შეამოწმოს.
ესპანეთის საფონდო ბირჟა, Bolsas y Mercados Españoles-ი, 2020 წლის წარმატებული საპილოტე პროგრამის შემდეგ აპირებს, რომ Blockchain ინფრასტრუქტურა მცირე და საშუალო ზომის საწარმოს დაფინანსებისთვის შეამოწმოს.
Finextra– ს ცნობით, შემოწმება მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ეკოსისტემის ნაწილია.
თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიები ესპანეთის ეკონომიკური საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ხელშეწყობით დაარსდა.
პროექტი ქვეყანაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს fintech-ის განვითარების კუთხით.
ზემოთაღნიშნულ საპილოტე ფაზაში, რომელიც 2020 წელს დაიწყო მონაწილეობა მიიღეს ინვესტიციის სერვისული კომპანიებისა და ბიზნესის საკრედიტო პროვაიდერებმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში ესპანეთის საფონდო ბირჟამ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემისთვის საპილოტე ტესტირება დაასრულა. ტესტირება გირაოს ელექტრონულ გაცემას შეეხებოდა. აღნიშნული პროექტის წარმატებამ კი მიმდინარე პროცესები განაპირობა.