ახალ ზელანდიაში დაფუძნებული Blockchain ინდუსტრიული ჯგუფი მთავრობის სტრატეგიას ელოდება

0
1494

ახალი ზელანდიის Blockchain ინდუსტრიულმა ჯგუფმა, BlockchainNZ-მა განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიას ელოდება.

BlockchainNZ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ პასკალმა აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის პარლამენტში, ეკონომიკური განვითარების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტმა მოისმინა საკითხი, რომელიც ტექნოლოგიის მიერ მოტანილ სარგებელს ეხებოდა.

მარკ პასკალის მოხსენება რამდენიმე საკითხს ეხებოდა, მათ შორის “ჭკვიან კონტრაქტებს”, Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მარკ პასკალმა მთავრობას ინტელექტუალური რესურსით დახმარება შესთავაზა. ის მზადაა სტრატეგიის ჩამოყალიბებისას BlockchainNZ-ის მეცნიერების დახმარება შესთავაზოს მთავრობას.

“ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ხელისუფლებამ Blockchain-ი სერიოზულად მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ საბოლოოდ ქვეყანას დიდი პოტენციური ეკონომიკური სარგებელი მოვუტანოთ”,- განაცხადა BlockchainNZ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ პასკალმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის მთავრობა ინოვაციური ტექნოლოგიებისადმი დადებითად არის განწყობილი. ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტმა 330.000 დოლარის გრანტი ადგილობრივ კრიპტო საფულისა და სავაჭრო სერვისის განსავითარებლად გამოჰყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი