“ევროკავშირი ჩამორჩება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს, როდესაც საქმე Blockchain და ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებს ეხება”,- ამის შესახებ განცხადებას ევროპის საინვესტიციო ბანკი აკეთებს.
EIB–მა განაცხადა, რომ ორივე ტექნოლოგიაში ინვესტიციების დეფიციტს დაახლოებით 10 მილიარდი ევრო (12 მილიარდი დოლარი) ელის. როგორც ცნობილია, ჩინეთსა და ამერიკაში Blockchain-სა და ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიციების წილი 25%-ს შეადგენს, როდესაც ევროკავშირის იგივე საინვესტიციო საფულე მხოლოდ 7% არის.
ბანკის თქმით, ორივე სექტორში სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალი ინვესტიცია იმის ნიშანია, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო სამეცნიერო ცოდნის გადატანა მოქმედ ბიზნეს მოდელებში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სხვებზე მეტად ცდილობს სამეცნიერო ცოდნა გამოიყენოს, როგორც ბიზნესის წამოწყების საშუალება.
ეს კი მცირე ინვესტიციების მიუხედავად მეტად მნიშვნელოვანია. EIB– მა განაცხადა, რომ ორივე ტექნოლოგიაში ინვესტიციების ჩადება ხელს შეუწყობს გლობალური COVID-19-ს ფონზე, მდგომარეობის აღდგენას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსური მომსახურება და ა.შ.
ბანკის განცხადებით, ევროკავშირს მოუწევს ამ დარგების მეტად დაფინანსება თუ სურს, რომ კონკურენცია გაუწიოს ჩაინეთსა და ამერიკას.