გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა მომდევნო 10 წელი კიდევ იარსებებს

0
1251

BitFLyer–ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტა მომდევნო 10 წლის განმავლობაში იარსებებს 66%-ს შეადგენს.

შარშანდელი მონაცემების მიხედვით, ასეთი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 63% იყო. BitFLyer-ი ყოველ წელს ატარებს კვლევას, რომელიც ციფრული ვალუტის სანდოობას ეხება. ახალი კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ევროპელების ნდობა იმატებს.

ამასთანავე, ევროპაში ადამიანები უფრო ოპტიმიზმით უყურებენ Blockchain პროექტებს. გამოიკითხა 10.000 რესპონდენტი ევროპის 10 ქვეყანაში.

2019 წელს გამოკითხვა მარტის თვეში ჩატარდა. გამოკითხულ ქვეყნებს შორის შედიოდა: ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის ფონზე ციფრული ვალუტისადმი ნდობა იზრდება. რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შესახებ. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

ეკონომისტები 2022 წლისთვის მთლიაობაში ცხრა ტრილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებენ.

ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები კი ამ მდგომარეობას უიმედოდ არ უყურებენ. ეკონომიკური კრიზისი და უშუალოდ ქაღალდის ფულთან შეხების საფრთხე ადამიანებს ციფრული ფულის გამოყენებისკენ უბიძგებს.

მედიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ფონზე შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის გამოშვება დააჩქარონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი