მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, BitMex-ი იხურება. ბირჟის დახურვის მიზეზი იაპონიის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნებია, რომელსაც BitMex-ი ვერ აკმაყოფილებს.
ციფრული ვალუტის ბირჟამ გუშინ, 28 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მუშაობას პირველი მაისიდან შეაჩერებს.
პირველი მაისი არის თარიღი, როდესაც ახალი მარეგულირებელი წესები უნდა ამოქმედდეს.
აპრილის დასაწყისში იაპონიაში დაფუძნებულმა იურიდიულმა კომპანიამ, So & Sato კრიპტოვალუტის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიზანი იყო ქვეყანაში ციფრული აქტივების ყველა ასპექტის სამართლებრივ კონტექსტში მოქცევა.
დოკუმენტის მიხედვით აუცილებელია, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი რეგულაციებს დაექვემდებაროს.
კომპანიის წარმომადგენელმა მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ადგილობრივი რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ეს არის სხვა ქვეყნებში.
ამასთანავე, როგორც კომპანიის წარმომადენელი აცხადებს, რეგულაციების სიმკაცრე ხელსაყრელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. რეგულაციები ციფრული ვალუტის სფეროს საშუალებას მისცემს ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ინტეგრირდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამდრომდე მომხმარებლის უსაფრთხოება კვლავ მარეგულირებლის პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება.