შვეიცარიაში დაფუძნებულ არაბულ ბანკს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურება ექნება

    შვეიცარიულ-არაბული ბანკი Blockchain ტექნოლოგიის კომპანია Taurus–სთან იწყებს პარტნიორობას. პარტნიორობის მიზანია ბანკში ახალი სერვისის დანერგვა, რომელიც კლიენტებისთვის ბიტკოინითან და ეთერიუმთან დაკავშირებულ მომსახურეობას გულისხმობს.

    “ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ Blockchain-ი ხელს შეუწყობს ფინანსურ ინდუსტრიას. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ პირველი ბანკი სხვა ბანკებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს ციფრული აქტივების მომსახურებას სთავაზობენ”,- განაცხადა სერგ რობინმა, შვეიცარიაში დაფუძნებული არაბული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

    ივლისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული ონლაინ ბანკი Dukascopy საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნიდა. როგორც ცნობილი გახდა, ციფრული ვალუტა ეთერიუმის Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული.

    Dukascash-ის ყიდვა ევროთი, შვეიცარიული ფრანკითა და აშშ დოლარით არის შესაძლებელი.

    უფრო ადრე კი, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია Tiberius Group AG-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებდა. კრიპტოვალუტა ლითონით უნდა ყოფილიყო გამყარებული.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *