უკრაინა ევროპის Blockchain პარტნიორობას უერთდება

0
909

ნორვეგიისა და ლიხტენშტეინის შემდეგ, უკრაინა გახდა მესამე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელიც ევროპულ Blockchain პარტნიორობას (EBP) შეუერთდა.

ამ ეტპაზე აღნიშნული პლატფორმა 27 ქვეყანას აერთიანებს. პალტფორმა გამარტივებულ ტრანსასაზღვრო გადარიცხვებისათვის, ასევე სხვადასხვა ფინანსური სერვისის მიწოდებისათვის შეიქმნა.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდება EBP-ს დამკვირვებლის სტატუსით. უკრაინა თავისი ციფრული ეკონომიკური სივრცის ევროკავშირთან ინტეგრაციის საბოლოო მიზნით გეგმავს გააფართოვოს თავისი Blockchain ქსელის პარტნიორობა.

უკრაინის განზრახვა შეუერთდეს EBP-ს 2021 წლის ივლისიდან იწყება, როდესაც ოლექსი ჟმერენეცკიმ, საპარლამენტო ჯგუფის Blockchain4Ukraine-ის ხელმძღვანელმა და კონსტანტინე იარმოლენკომ, Virtual Assets of Ukraine-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, მისწერეს.

წერილში გამოხატული იყო EBP- რიგებში უკრაინის გაწევრიანების ინტერესი. ამის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლეინმაც არ დააყოფნა პასუხი. ის უკრაინის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებაზე თანახმაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი