ნიგერიელი ინოვატორი პირველ აქტიურ Bitcoin Lightning-ს უშვებს.
Lightning Network-მა ერთ-ერთ ყველაზე რთულ საოპერაციო გარემოში მოახერხა შეღწევა.
ლაგოსი, ნიგერიის დედაქალაქი, ამ კვირის დასაწყისში მიესალმა ახალ Bitcoin Lightning Network (LN) კვანძს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ქვეყნის ასევე მთლიანად აფრიკის კონტინენტის ფენა-2-ს ქსელთან დასაკავშირებლად, რომელიც ბიტკოინის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ტრანზაქციების მიმართულებით.
მედიასთან საუბრის დროს, პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფრიკისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი.
”კაითინგის ქსელს 50 წამი სჭირდება, რომ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში ტრანზაქცია განახორციელოს. თუმცა შუალედური სატრანზაქიო პოლიტიკით გათვალისწნებული გაჩერებების გამო ეს დრო შესაძლოა გაიზარდოს. შესაბამისად, როდესაც თქვენ დგახართ თუნდაც სავალუტო ჯიხურთან და ელოდებით განაღდების დამადასტურებელ ბრძანებას, იმედგაცრუება გარანტირებული იქნება”,- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.
მეგასლიმ განმარტა, რომ მისი სურვილი იყო, აფრიკელებს მყისიერი გადახდების საშუალება ჰქონოდათ.