აშშ-ს ვალუტის კონტროლის ოფისი კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მუშაობას იწყებს

0
980

ვალუტის მაკონტროლებლის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკლ ჰსუმ, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მარეგულირებელმა სააგენტოებმა უნდა შექმნან ციფრული ვალუტების “მარეგულირებელი პერიმეტრი”.

მაიკლ ჰსუმ Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ს მარეგულირებლები შეეცდებიან უფრო აქტიური როლი ითამაშონ კრიპტოვალუტების კონტროლში, რაც ხაზს უსვამს რისკების შემცირების მნიშვნელობას.

მან განაცხადა, რომ უწყებათაშორისი, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული გუნდის პირველი შეხვედრა უკვე შედგა. გუნდში შედიან ფედერალური სარეზერვო სისტემის, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციისა და ვალუტის კონტროლის ოფისის წარმომადგენლები.

მაკლ ჰსუს თქმით, მის მოვალეობაში შედის სააგენტოების წინაშე განსახილველი წინადადებების წარმოდგენა. იგი ხაზს უსვამს კრიპტო სექტორის ზრდისა და ინოვაციის სიჩქარეს.

ვალუტის მაკონტროლებლის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ დაუყოვნებლივი მოქმედება არის ერთადერთი გზა მომავალში სექტორის ინტერესების დასაცავად.

რასაკვირველია, მაიკლ ჰსუ მარტო არ არის აღნიშნული პრობლემის გადაჭრის საკითხში, მას მხარს უჭერს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე.

თავმჯდომარემ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტმა მხოლოდ ახლაღა გაამახვილა ყურადღება ციფრული ვალუტების ინდუსტრიაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი