უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Binance-მა Twitter-ზე დაწერა, რომ Binance Smart Chain-ზე ტრანზაქციების რაოდენობამ 1,5 მილიარდს გადააჭარბა.
ქსელმა ამ ეტაპს მიაღწია 2020 წლის 31 აგვისტოს. BscScan-ის მიხედვით, Blockchain ტრანზაქციების დღიური რაოდენობა ახლახანს გაიზარდა 10 მილიონანმდე. თუმცა ჯერ კიდევ არ გადაუჭარბებია ყველაზე მაღალი მაჩვენებლისათვის, რომელიც ამ წლის 29 ივლისს 13 მილიონს შეადგენდა.
ბოლო თვეების განმავლობაში BSC-ის ქსელი გახდა ეთერიუმის მნიშვნელოვანი კონკურენტი, როგორც ხარჯების, ასევე ეფექტურობის თვალსაზრისით.
იმავდროულად, BSC-ზე ახალი ბლოკის მოპოვებას მხოლოდ 3,02 წამი სჭირდება, Blockchain-ის “სმართ კონტრაქტების” შესასრულებლად მომხმარებლები საშუალოდ 6,64 დოლარს იხდიან.
თუმცა, BSC-ი ბევრად უფრო ცენტრალიზებულია, ვიდრე ეთერიუმის ქსელი.
Binance-ის ამჟამინდელი მილიარდერი დამფუძნებელი ჩენგპენგ ზაო კი აცხადებს, რომ მას აქვს BSC-ის გაფართოების ამბიციური გეგმა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული დეცენტრალიზებული აპლიკაცია BSC-ზე არის PancakeSwap-ი.