პარიზის ერთ-ერთი რესტორანში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

0
932

პარიზის ერთ-ერთი რესტორანი, Le Bistrot d’Eleonore et Maxence, ბიზნესების იმ მზარდ სიას უერთდება, რომლებიც ციფრული ვალუტის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რესტორანი Shiba Inu-ს (SHIB) გადახდის მეთოდად დაამატებს.

რესტორნის მთავარ შესასვლელზე უკვე არის ორი ახალი სტიკერი, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ ამცნობს.

Shiba Inu-ს მიღება პირდაპირი შედეგია მიმდინარე პროცესების. აღსანიშნავია, რომ SHIB-ი Dogecoin-ზე (DOGE) წარმატებულია, რაც გამოიხატა იმაში, რომ SHIB-ი საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით რიგით მეცხრე კრიპტოვალუტა გახდა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საფრანგეთის თამბაქოს ფედერაციამ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში თამბაქოს ბიტკოინით გაყიდვაზე ნებართვა მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით კი თამბაქოს კრიპტოვალუტით გაყიდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

ციფრული ვალუტის პროვაიდერთან KeplerK-სთან შეთანხმებით, 4.000 მაღაზია თამბაქოს ბიტკოინით გაყიდვით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ობიექტებში Dash-ით გადახდა უკვე შესაძლებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი