კრიპტო-ბირჟა Binance-ი მარეგულირებლის გაფრთხილების შემდეგ მალტაში ხსნის ოფისს

0
2115

უმსხვილესმა კრიპტო-ბირჟა Binance-მა განაცხდა, რომ ოფისს მალტაში გახსნის. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალტაში ოფისის გახსნა იაპონიის მარეგულირებლის მხრიდან წამოსულ გაფრთხილებებს უკავშირდება.

მალტაში Binance ადგილობრივ ბანკების დეპოზიტებისთვის იმუშავებს და ასევე, უზრუნველყოფს ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვის პროცედურებს.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ, Bloomberg-ს განუცხადა, რომ ის მალტის მთავრობამ მიიწვია იმისთვის, რომ კრიპტო-ბიზნესისთვის მომავალი კანონპროექტის სარგებლობა დაანახოს.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებების Malta Independent-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ მალტის ციფრული ინოვაციის ორგანო 2018 წლის თებერვალში შექმნა, რათა უზრუნველყო იურიდიული სიცხადე Blockchain ტექნოლოგიების, კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების კომპანიებისითვის.

მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა Twitter-ზე დაწერა, რომ Binance-ის მალტაში დაფუძნებით აღფრთოვანებულია.

“ჩვენი მიზანია გლობალურ დონეზე ვიყოთ ინოვაციის პიონერები Blockchain-ზე დაფუძნებული ბიზნესის რეგულირებისა და იურისდიქციის საერთაშორისო სტანდარტების მხრივ “,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის Twitter-ის გვერდზე.

პრემიერ-მინისტრს Binance-ის დირექტორიც გამოეხმაურა: “პატივცემულო, პრემიერ-მინისტრო! ჩემი ციტატის ნაწილი Bloomberg-ის სტატიის მიღმა დარჩა. მალტა ძალიან პროგრესულია, როდესაც საქმე კრიპტოსა და fintech-ს ეხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალტა სხვა კრიპტო-ბიზნესისთვისაც კარგი ადგილია”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი