Binance VC Arm-ი დაფინანსების რაუნდში ლიდერობას განაგრძობს.
Binance Labs-ი და Binance-ის ინკუბაციური ჯგუფი, დაფინანსების რაუნდს პროტოკოლი Multichain-ისათვის უძღვებოდა. პროტოკოლი მანამდე ცნობილი იყო, როგორც Anyswap-ი. გასულ კვირას Anyswap-ის რებრენდინგიდან მალევე, Multichain-მა 60 მილიონი დოლარი შეაგროვა, რომელსაც Binance Labs-ი ხელმძღვანელობდა.
სხვა მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი ე.წ. სარისკო კაპიტალის კომპანიები და ინვესტორები, როგორებიც არიან: Sequoia China, IDG Capital-ი, Three Arrows Capital-ი, Primitive Ventures-ი, DeFiance Capital-ი, Circle Ventures-ი, Hypersphere Ventures-ი, HashKey და Magic Ventures-ი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ Binance Singapore Arm-მა კერძო საფონდო ბირჟის 18%-იანი წილი შეიძინა.
Binance Asia Services-მა, Binance-ის ძირითადი კრიპტოვალუტის ბირჟის სინგაპურის ფილიალმა, აქციების 18% ადგილობრივ კერძო ფასიანი ქაღალდების ბირჟა, Hg Exchange-ზე (HGX) შეიძინა. ბირჟა ლიცენზირებულია და რეგულირდება სინგაპურის სავალუტო ორგანოს მიერ.