14 ნოემბერს ბიტკოინის კურსი 5.738 დოლარამდე შემცირდა

0
3758

გუშინ, ბიტკოინის კურსი მკვეთრად დაეცა. ბირჟების უმეტესობაზე კრიპტოვალუტა 6.150-დან 6.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, დღის ბოლოდე ბიტკოინმა 6.000 დოლარის ნიშნული ვერ შეინარჩუნა. უნდა აღინიშნოს, რომ 10 აგვისტოს შემდეგ ბიტკოინი 6.150 დოლარის ბარიერის წინაშე არ დამდგარა.

10 აგვისტოს ბიტკოინზე ვაჭრობა 6.571 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 6.591 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 6.124 დოლარზე აღმოჩნდა. დღის ბოლოს კი ბიტკოინზე ვაჭრობა 6.184 დოლარზე დაიხურა.

როგორც წესი ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი ბიტკოინის ბაზარზე ფასების გარკვეულ კორექტირებას იწვევს ხოლმე. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად, ამან არ გაამრთლა.

ცოტა ხნის წინ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკლ ნოვოგრაციმ ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 2019 წელს ბიტკოინის კურსი მაჩვენებელი 20.000 დოლარს მიაღწევდა. მანანამდე კი ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ 2018 წელს ბიტკოინის ფასი გაიზრდებოდა, თუმცა კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს არ ასცდებოდა.

რაც შეეხება ტექ.-ინვესტორს ტიმ დრეიპერს, ის კვლავ თავის აზრზე რჩება და ბიტკოინის კურსის გარდაუვალ მატებაში დარწმუნებულია. ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პროგნოზი და განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 2022 წლისთვის 250.000 დოლარს მიაღწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი