Binance-ი შვედეთის ბაზარზე შედის

0
838

Binance-მა დაამტკიცა კრიპტო სერვისების შეთავაზება შვედი მომხმარებლებისთვის.

შვედეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ, ქვეყნის ერთ-ერთმა ფინანსურმა მარეგულირებელმა სააგენტომ, კრიპტო ბირჟის Binance-ის ადგილობრივ განყოფილებას ციფრული ვალუტების მართვისა და ვაჭრობის ნებართვა მისცა.

ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, რამდენიმე კონსტრუქციული მოლაპარაკებების შემდეგ, FSA-მ 10 იანვარს მიანიჭა Binance Nordics AB-ს რეგისტრაციის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად საშუალებას აძლევს შვედეთის მაცხოვრებლებს, მიიღონ Binance-ის კრიპტო სერვისები.

„შვედეთი სრულად იღებს ევროკავშირის კანონებს და აქვს შემდგომი ადგილობრივი მოთხოვნები, ამიტომ ჩვენ ფრთხილად ვიქნებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ Binance Nordics AB-მა მიიღო რისკისა და AML პოლიტიკა ამ მკაცრი სტანდარტის შესაბამისად. ჩვენი შემდეგი დიდი ამოცანა იქნება წარმატებული მიგრაცია და ადგილობრივი ოპერაციების დაწყება, მათ შორის ადგილობრივების დაქირავება, მეტი ღონისძიებების ორგანიზება და მეტი კრიპტო განათლების მიწოდება შვედეთში”,- განაცხადა როი ვან კრიმპენმა, Binance-ის წარმომადგენელმა.

შვედეთის ფინანსური ორგანოს გადაწყვეტილება უკანასკნელი სიახლე იყო Binance-ისთვის, რომელიც ქვეყნის სავაჭრო ბაზარზე შესვლას უკავშირდებოდა.

როგორც ცნობილია, ბირჟამ გასულ წელს საფრანგეთის, ბაჰრეინის, ესპანეთისა და დუბაის მარეგულირებლებისაგანაც მიიღო მსგავსი შინაარსის დამტკიცება და უფლება ჩამოთვლილ ქვეყნებში ფინანსური სერვისების მისაწოდებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი