Binance-ი აბუ-დაბიში მუშაობას იწყებს

0
912

ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, მსოფლიოში უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა პრინციპული დამტკიცება აბუ-დაბიში ოპერირების შესახებ უკვე მიიღო.

ეს კი Binance-ისთვის მესამე ოფიციალური დამტკიცებაა მარეგულირებლის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის ბირჟა ასევე ბაჰრეინსა და დუბაიში მუშაობს.

აბუ-დაბის გლობალური ბაზრის (ADGM) პრინციპული დამტკიცება Binance-ს საშუალებას აძლევს, ციფრული ვალუტების ბროკერ-დილერის სტატუსით იმოქმედოს. კრიპტოვალუტის ბირჟისათვის ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც მის, როგორც სრულიად ლიცენზირებული კომპანიის მუშაობს ითვალსწინებს.

ADGM-ი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალქში, საერთაშორისო დონის ფინანსურ თავისუფალ ზონას წარმოადგენს. დედაქალაქი კი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. Binance-ის მცდელობების საპასუხოდ, რომ მოიპოვოს მარეგულირებელი ლიცენზიები მთელს მსოფლიოში, ADGM-მა განაცხადა:

”IPA არის Binance-ის გეგმების ნაწილი, რათა ჩამოყალიბდეს სრულად რეგულირებადი ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერი საერთაშორისოდ აღიარებულ და კარგად რეგულირებულ ფინანსურ ცენტრში.”

ADGM-ის აღმასრულებელი დირექტორი დაჰერ ბინ დაჰერი სიხარულით შეხვდა Binance-ის გამოჩენას აბუ დაბის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. ის ბირჟის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ყველანაირად დაეხმარება წინსვლასა და პოზიციების გამყარებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი