კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ბევრი ინვესტორი ფინანსებსა და მონაცემთა კონფიდენციალურობას დიდ ყურადღებას უთმობს. ტექნოლოგიის განვითარებისთანავე, პერსონალური მონაცემები სულ უფრო აქტუალური თემა ხდება.
სინდი კონის აზრით, მონაწილეთა ძალისხმევა შესაძლოა, მარეგულირებელმა ორგანოებმა შეაფერხონ. სინდი კონი არის ელექტრონული სასაზღვრო ფონდის, ანუ არაკომერციული ორგანიზაციის EFF-ს, აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ციფრულ უფლებებზეა ორიენტირებული.
იგი მიიჩნევს, რომ გარკვეული “მომსახურების პირობების” დათანხმებით, მომხმარებლები უარს იტყვიან თავიანთი უფლებების ნაწილზე.
სინდი კონი ხუთშაბათს შეუერთდა ვებ-სამიტის პანელს, სახელწოდებით “ინტერნეტი: ვინ ფლობს ჩვენს მონაცემებს?” მან სათაურისკენ მიუთითა და განმარტა: ”მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი კითხვაა, ვფიქრობ, კითხვა ის არის, ვინ აკონტროლებს თქვენს მონაცემებს. თქვენ უკვე ფლობთ თქვენს მონაცემებს უმეტესად საკუთრების რაიმე სახის ვერსიის თვალსაზრისით, მაგრამ ხშირად მას არ აკონტროლებთ, რადგან თქვენ დააჭირეთ ღილაკს იმ წამსვე, როდესაც იყენებთ სერვისებს. ასე რომ, პირადი მონაცემების საკუთრებას მნიშვნელობა არ აქვს, საკითხავია იყენებენ თუ არა მათ!“