სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა კრიპტობირჟა Zeniex-ი დახურა

0
1946

სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟა Zeniex-ი მუშაობას მალე შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბირჟის ვებ-საიტზეა განთავსებული. პრეს-რელიზის მიხედვით, მარეგულირებლის მიერ ბირჟა ოფიციალური რეგისტრაციის არარსებობის გამო იხურება.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა 9 ნოემბერს შეჩერდა ბირჟის ყველა სხვა მომსახურეობის გაწევა 23 ნოემბერს შეწყდება. გარდა ამისა, ბირჟის განცხადებაში აღნიშნულია, კრიპტობირჟა Zeinex-საც შეწყვტილი აქვს მუშაობა, რადგან ბირჟის საქმიანობის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ოქტომბრის ბოლოს, სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ ინვესტორები არასანქცირებული კრიპტობირჟებისა და ICO-ს ინვესტირების შესახებ გააფრთხილა. მარეგულირებლის გაფრთხილება უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ბირჟები ინვესტორების დაცვას ვერ ახდენდნენ.

Zeniex-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კორეის ყოველდღიურ გაზეთს “Maeil Business” განუცხადა, რომ კომპანია ვალდებული არ იყო დარეგისტრირებულიყო სანამ მას 1 მილიონი ვონის (884.500 აშშ დოლარის) ბრუნვა არ ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა გლობალური რეგულაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი გამჭვირვალობის გაუმჯობესება იყო, რათა უკანონო ქმედებები მაქსიმალურად ყოფილიყო აღკვეთილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი