ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის ფონზე სამედიცინო დაწესებულებებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობს.
Blockchain-ი პანდემიისას, საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო პერსონალს უსაფრთხო მონაცემთა გაზიარების მყისიერ შესაძლებლობას მისცემს.
გუშინ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნდა გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი პანდემიის დროს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს Blockchain ტექნოლოგია წარმოადგენს.
Blockchain-ის მიმართ ინტერესის გამოხატვით ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ეპიდემიისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიის დახმარებით მონაცემთა გაზიარების შესაძლებლობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
აპრილის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რეკომენდაციას სხვადასხვა საჭიროების დროს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას უწევდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ VitalHub Corp–მა Blockchain-ზე დაფუძნებული კორონავირუსის სკრინინგის პირველი გამოშვება დაიწყო.
სკრინინგის პროგრამა მიზნად ისახავადა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერის შექმნას და საჭიროების დროს ინფორმაციის გაზიარებას.