შაბათ-კვირას დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1753

შაბათს, 19 იანვარს ციფრული ვალუტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ბიტკოინის კურსი გაიზარდა და ფასმა 3.750 დოლარის ნიშნულსაც კი მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს რიპლის კურსმა მხოლოდ 1.6%-ით მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ალტკოინის ფასი 0.33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება კვირას დაფიქსირებულ ფასებს: 20 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა.

კურსის კლება განიცადა ბიტკოინმაც. კრიპტოვალუტის ფასი 3.550 დოლარამდე დაეცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 4%-ით შემცირდა.

ბიტკოინთან ერთად შემცირდა რიპლის ფასიც. ალტკოინის კურსმა ასევე 4%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში რიპლის ფასის ნიშნული 0.31 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 124.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარით შემცირდა კვირას. 20 იანვარს ციფრული ვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119.7 მილიარდი დოლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი