29 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1540

ხუთშაბათს, 29 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ფასების შემცირების ტენდენციაც.

გუშინ, ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 2.5%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის კურსმა 4.100 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა, როცა წინა დღეს ციფრული ვალუტის ფასი 4.200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა რიპლის: 29 ნოემბერს რიპლის კურსიც შემცირდა. ალტკოინის ფასის შემცირების მაჩვენებელმა კი 5%-ი შეადგინა.

ამასთანავე, რიპლის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ალტკოინის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა კი დაახლოებით, 654 მილიონ დოლარს.

კვირის განმავლობაში რიპლის კურსმა 13%-ით დაიკლო. ბოლო 7 დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 0.43-სა და 0.37 დოლარს შორის მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 136 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი