ევროპარლამენტმა კრიპტოვალუტის კანონპროექტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

0
1023

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში კანონპროექტის შესახებ, რომელიც სთავაზობდა ბანკებს, რომლებიც ფლობენ კრიპტოვალუტებს, გამოჰყონ დიდი კაპიტალის პოტენციურ რისკები.

გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირის კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ჩარჩო, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტებზე ადეკვატურად უნდა ამსუბუქებდეს ამ ინსტრუმენტების რისკებს, ინსტიტუტების ფინანსური სტაბილურობისთვის.

ისინი სთავაზობდნენ ბანკებს გამოიყენონ 1,250%-იანი რისკის შეფასება ციფრული ვალუტების მიმართ, რაც ინვესტიციებისთვის ყველაზე მაღალი რისკის რეიტინგს წარმოადგენს. შემოთავაზებული კანონის თანახმად, აღნიშნული მოთხოვნები 2024 წლის 30 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს.

„კრიპტოვალუტებზე ფინანსური ბაზრების აქტივობის სწრაფი ზრდა და ინსტიტუტების პოტენციურად მზარდი ჩართულობა ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ აქტივობებში საფუძვლიანად უნდა აისახოს კავშირის ჩარჩოზე, რათა ადეკვატურად შემცირდეს ამ ინსტრუმენტების რისკები ინსტიტუტებისთვის. ეს ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

თემის აქტუალობა და მის მიმართ დამოკიდებულების სიმკაცრე კრიპტოვალუტის ბაზრებზე ბოლოდროინდელი მოვლენებითაა გამოწვეული.

პარლამენტმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილება ემთხვევა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის რეკომენდაციებს პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით. კანონმდებლების თქმით, ეს წესები 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი