DBS ბანკს კრიპტოვალუტით ვაჭრობის ჰონგ-კონგში დაწყება სურს

0
984

სინგაპურის სახელმწიფო ბანკი DBS Group-ი გეგმავს კრიპტოვალუტის სერვისების გაფართოებას ჰონგ-კონგში, რადგან რეგიონში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

ამის მიზეზი კი ჩინეთის ამბიციაა, რომელიც ციფრული ვალუტების ცენტრად გადაქცევას ცდილობს.

DBS Bank-ი გეგმავს მიმართოს სალიცენზიო ორგანოს, რათა ჰონგ-კონგის მომხმარებლებს ოფიიალურად შესთავაზოს კრიპტო სერვისები.

„ჩვენ ვგეგმავთ განაცხადის შეტანას ლიცენზიისთვის ჰონგ-კონგში, რათა ბანკმა შეძლოს ციფრული ვალუტების გაყიდვა”,- განაცხადა DBS Bank Hong Kong-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სებასტიან პარედესმა.

მან აღნიშნა, რომ DBS მიესალმება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ახალ პოლიტიკას ჰონგ-კონგში და ასევე არის ძალიან მგრძნობიარე ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული რისკების მიმართ.

“ბანკი მზადაა გახდეს ერთ-ერთი პირველი კრედიტორი, რომელიც მომხმარებლებს კრიპტო-სესხებს შესთავაზებს ჰონგ-კონგში, მას შემდეგ რაც რეგულაციები სრულად იქნება ნათელი და DBS ზუსტად გაიგებს რა მოიეთხოვება”,- დასძინა სებასტიან პარედესმა.

DBS Bank-მა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, როდესაც თავისი ინსტიტუციური კრიპტო ბირჟის იდეა განახორციელა.

ბირჟა სინგაპურში 2020 წლის ბოლოს გაიხსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი