ჰონგ-კონგში ფინანსურმა კომისიამ კრიპტოვალუტის ბაზარზე დაკვირვება დაიწყო

0
2562

ჰონგ-კონგის ფინანსურმა მარეგულირებელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს კრიპტოვალუტასა და ICO-ს ბაზარზე დაკვირვებას.

ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის მთავარმა ხელმძღვანელმა ეშლი ალდერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ბირჟების და ICO-ს პროვაიდერები შემოწმდა ამ ტიპის კომპანიებმა საფინანსო სისტემა უნდა დაარწმუნონ კრიპტოვალუტების ლეგალურ წარმოებაში.

“ჩვენ ასევე ვურჩევთ კრიპტოვალუტის კომპანიებს ხელი შეუშალონ თაღლითობასა და საეჭვო საქმიანობის წარმოებას”-განაცხადა ეშლი ალდერმა.

ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ჰონგ-კონში მომუშავე ბირჟის კომპანიები კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით გარკვეული ბალანსის დაცვას ცდილობდნენ.

“თუ ინვესტორებს არ შეუძლიათ გაიგონ კრიპტოვალუტისა და ICO-ს რისკები ან არ არიან მომზადებულნი სერიოზული დანაკარგებისთვის ინვესტიციები არ უნდა განახორციელონ”-განაცხდა ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულია ლეუნგმა.

გამომდინარე იქიდან, რომ კონტინენტურ ჩინეთში კრიპტოვალუტითა და ICO-თი ვაჭრობა აკრძალულია ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიამ სხვა გზა გამონახა და ჰონგ-კონგის შემთხვევაში მხოლოდ ბაზარზე დაკვირევებებითა და გაფრთხილებით შემოიფარგლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი