ირანი საერთაშორისო სავაჭრო გარიგებებში კრიპტოვალუტით გადახდას დაუშვებს

0
737

ირანის ცენტრალურმა ბანკმა (CBI) და ვაჭრობის სამინისტრომ შეთანხმებას მიაღწიეს.

საქმე ეხება CBI-ის გადახდის პლატფორმას, რომლიც დაკავშირებულია სავაჭრო სისტემასთან. ეს კი ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ გადასახადები კრიპტოვალუტაში გადაიხადონ.

ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ და ირანის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის (TPO) ხელმძღვანელმა, ალირეზა პეიმან-პაკმა განაცხადა, რომ გადახდის ახალი მექანიზმი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდება.

პეიმან პაკმა ასევე განაცხადა, რომ გადახდის აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმპორტ-ესპორტისათვის საჭირო საერთაშორისო გადახდების სისტემას.

მან დაამატა, რომ მთავრობამ არ უნდა უგულებელყოს კრიპტოინდუსტრიის ეკონომიკური და ბიზნეს შესაძლებლობები.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა ამზადებს მექანიზმს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში იძლევა კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ირანის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს აქტიურად განიხილავდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ უნდა დაუშვას მხოლოდ უფლებამოსილი ბირჟები ვალუტის გადასაცვლელად, რომლის რეგულირებისათვისაც სამართლებრივი სისტემის შექმნა იყო საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი