სამხრეთ კორეა სტაბილკოინის საპილოტე პროგრამას წლის ბოლომდე გაუშვებს

0
929

აზიის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, სამხრეთ კორეა სტაბილკოინის კვლევას კვლავ აგრძელებს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ტექნოლოგიური პარტნიორი ჰყავს, რათა სტაბილკოინის საპილოტე პროგრამის გაშვება წლის ბოლომდე მოხერხდეს.

ცენტრალური ბანკის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა ციფრული ვონის ტესტირების შესახებ.

პროექტში დასახმარებლად ტექნოლოგიური პარტნიორის არჩევის გარდა, ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ მისი სტაბილკოინი პირველ რიგში შეზღუდულ სატესტო გარემოში იმუშავებს, რათა CBDC-ის ფუნქციონალურობა და უსაფრთხოება გააანალიზოს.

ბანკის განცხადების თანახმად, სტაბილკოინის კვლევა განაპირობა იმან, რომ სამხრეთ კორეაში ნაღდი ფულის ტრანზაქციები სულ უფრო და უფრო მცირდება.

შეგახსენებთ, რომ მეზობელი იაპონიის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ იაპონია სტაბილკოინის დიზაინის სიმარტივეს უპირატესობას მიანიჭებს.

სანამ იაპონიის სტაბილკოინი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა, ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, შინიჩი უჩიდა მიიჩნევს, რომ სიმარტივე ციფრული იენისთვის გადამწყვეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი