ჰოლანდიის მთავრობა კრიპტოვალუტას დაბალი რისკის შემცველ აქტივად მიიჩნევს

0
5021

ჰოლანდიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი ეკონომიკური რისკის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ კრიპტოვალუტამ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის დაბალი რისკი აჩვენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, კრიპტოვალუტების დაბალი რისკის გამო, ფინანსური სისტემაც დაბალი რისკის ქვეშ დგება.

ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისა და სისტემებში შეზღუდულად არის ჩართული.

დოკუმენტში ცალკე აღნიშნულია კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემები, კრიპტოვალუტის ბაზრის მაღალი არასტაბილურობისა და კრიპტოვალუტის მაინინგის ენერგომოხმარების საკითხები.

ანგარიშში პროგნოზირებულია, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რისკებს კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთქმედება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა არ არის ფულის შემცვლელი საშუალება. თუმცა, დოკუმენტში ისიც წერია, რომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგადად, კრიპტოვალუტების გამოყენებას ანიჭებენ მეტ უპირატესობას.

ანგარიშში აღინიშულია დაბალანსებული ფინანსური რეგულირების საჭიროებაც. დოკუმენტში შედარებით მკაცრი რეგლამენტით ფინანსური მარეგულირებლის რისკებზეცაა საუბარი და იქვე მითითებულია, რომ გადაჭარბებულმა მკაცრი ზომების მიღებამ შესაძლოა, გაზარდოს “ჩრდილოვანი ბანკების” საქმიანობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი