Coinbase-ის საბჭოს წევრი: კრიპტოვალუტა წლების მანძილზე არ დაექვემდებარება რეგულირებას

0
2019

Coinbase-ისა და HackerOne-ის საბჭოს წევრმა კატრინ ჰონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchain-ი მომდევნო წლების მანძილზე რეგუალციას არ დაექვემდებარება.

ჰონმა ინტერნეტსა და კრიპტოვალუტას შორის პარალელები გაავლო და განაცხადა, რომ ინტერნეტის გამოჩენის პირველივე დღეებში მომხარებლების მხრიდან იყო მარეგულირებლის შექმნის მცდელობა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რეგულაცია ერთი წლის წინ იქნებოდა შემოღებული დღეს, ეს უკვე მოძველებული იქნებოდა პირველად მონეტარულ შეთავაზებაზე მზარდი მოთხოვნის გამო.

კატრინ ჰონმა, რომელიც ასევე პროფესორია სტენფორდის ბიზნესის სკოლაში, ამტკიცებს, რომ არ შეიძლება რეგულაციას იყოს შემოღებული მანამ სანამ, მარეგულირებელი არ გაიაზრებს და საფუძვლიანად არ გაიგებს იმას, თუ როგორ მუშაობს ეს ბიზნესი.

შეგახსენებთ, რომ Coinbase-ის მთავარმა იურიდიული და რისკის ოფიცერმა მაიკ ლემპრესმა მარტში გამართულ კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მარეგულირებელი სისტემა ამჟამად, ჯანსაღ ინოვაციას ზიანს აყენებს.

ლამპრესის განცხადებით, არსებობს იმის გაგების საშუალება, თუ რა არის ნებადართული და რამდენად კანონიერად ითვლება ციფრული აქტივები, არის ეს ფასიანი ქაღალდი, ქონება თუ ფული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი