კვირის შეჯამება: კრიპტოვალუტების ფასების ანალიზი

0
2404

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დისკუსიის შემდეგ, ლიდერები მზად არიან მარტში დაგეგმილ G-20 სამიტზე კრიპტოვალუტის მომავალზე ისაუბრონ. ბევრი მათგანი მომხრეა, რომ ციფრული ვალუტა გარკვეულ რეგულაციებს ემოჩილებოდეს, მაგრამ ჩინეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ამ ტიპის აკრძალვები არაეფექტურია.

ჩინეთის მთავრობის მიერ რეგულაციების შემოღების შემდეგ, ციფრული ვალუტის ვაჭრობის მთავრი ცენტრი ჰონგ-კონგი გახდა. ჰონგ-კონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონია და მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა აქვს. კრიპტოვალუტისთვის კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგში ვაჭრობისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი.

თუმცა, დღეს, ვინც ჰონგ-კონგში ვაჭრობს იძულებულია ბიტკოინი ფასნამატით იყიდოს. ჰონგ-კონგის ბირჟაზე ვაჭრობისას ბიტკოინის მსურველებს დაახლოებით, 1 200 დოლარით მეტის გადახდა უწევთ.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, როდესაც მთელ მსოფლიოში ბიტკოინის ფასი საშუალოდ, 11 500 დოლარს შეადგენდა ჰონგ-კონგის Huobi Pro-ს ბირჟაზე ბიტკოინი 13 000 დოლარზე მეტი ღირდა.

რაც შეეხება ფასების ანალიზს:

ბიტკოინი

ბიტკოინმა ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად შეინარჩუნა 10 000 დოლარის ნიშა, მაგრამ ფასის მკვეთრი ზრდა მაინც ვერ შეძლო. თუმცაღა, ანალიტიკოსებს ფასის შედარებით დასტაბილურება აფიქრებინებს იმას, რომ ბიტკოინის კურსი ამ კვირაში 10 000- სა და 12 000-ს შორის იმერყევებს.

ფასის ზრდის შემთხვევაში, ანალიტიკოსები ბიტკოინით მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ფასის ცვლილებას და ამის შემდეგ განსაზღვრონ იყიდიან თუ გაყიდიან მას. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ბიტკოინის სამიზნე 14 500 დოლარი არის.

თუ მოვლენები ბიტკოინისათვის ნეგატიურად განვითარდება, მაშინ კურსი 9 900 დოლარს ქვემოთ ჩამოვა და გაყიდვა ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ფასის დავარდნის უკიდურესი წერტილი 8 000 დოლარი იქნება.

ეთერიუმი

ანალიტიკოსები ეთერიუმის ზრდას 1 000 დოლარამდე ვარაუდობენ. 25 იანვარს, მოულოდნელად, კრიპტოვალუტამ 1 102 დოლარს მიაღწია. მართალია, მომდევნო დღეს ფასმა დაიწია, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეთერიუმმა თუ შეძლო 1 100 დოლარზე გაჩერება, შესაძლებელია სამომავლოდ 1 174 დოლარს მიაღწიოს.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ს აქვს ერთი დღის განმავლობაში ფასის მცირედიდ ცვლილებების გამოცდილება. თუმცა, ფასი მნიშვნელოვნად გასული წლის ზაფხულში გაიზარდა, როდესაც 20 აგვისტოს კურსმა 808.74 დოლარს მიაღწია. ბიტკოინ Cash-ს შემოდგომაზეც ჰქონდა კურსის მკვეთრი ცვლილება. 19 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, 1 ბიტკოინ Cash-ის ღირებულება 441.55 დოლარს შეადგენდა.

ექსპერტები ბიტკოინ Cash-ის 17 იანვრის მდგომარეობასაც იხსენებენ, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 1 364-სა და 1 141 დოლარს შორის მერყეობდა. ამჟამად, მისი ფასი 1 479 და 1700 დოლარს შორის მოძრაობს. ექსპერტები ასევე, არ გამორიცხავენ, რომ ბიტკოინ Cash-ის ფასი საშუალოდ 2 072 დოლარამდე გაიზარდოს.

რიპლი

რიპლი განაგრძობს ფასის ცვლილებას, რომელიც 0.87 და 1.74-ის დოლარს შორის მერყეობს. ექსპერტების აზრით, კურსი 1.74-ზე ქვემოთ ჩამოვა და სავარაუდო ღირებულება 1.09 დოლარი იქნება.

რიპლი მყიდველის რთულად “პოულობს”. ამიტომ, ანალიტიკოსები ელიან, რომ კრიპტოვალუტა სანამ, პოზიციებს გაიმყარებს და კურსი დასტაბილურდება იქამდე, მისი ღირებულება შესაძლებელია, 0.87 დოლარზეც კი დაეცეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე კვირაში გაგრძელდება რიპლის დაბალ კურსზე ყიდვა ხოლო, ფასის მაქსიმუმზე მიღწევისას გაყიდვა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინი 25 იანვარს 175 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, თუმცა მეორე დღეს კურსმა მოიმატა და კვლავაც განაგრძობს ზრდას.

ანალიტიკოსების აზრით, ლაიტკოინის ღირებულება მკვეთრად არ მოიმატებს ამიტომ, ლაიტკოინით დაინტერესებულ მყიდველებს ურჩევენ, რომ სასოწარკევეთას არ მიეცნენ, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა არამომგებიანი იყოს ლაიტკოინში კაპიტალის დაბანდება.

მოვლენების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, ლაიტკოინი 140 დოლარზე ჩამოვა. თუმცა, თუ ამ პოზიციასაც ვერ შეიანარჩუნებს, მაშინ მყიდველებს კაპიტალის ჩადება 85 დოლარზე მოუწევთ.

თუმცაღა, ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ყველაფერი საპირისპიროდ შეიძლება მოხდეს და კურსმა 225 დოლარზე აიწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი