კრიპტო თაღლითობაში აშშ-ს მოქალაქეები არიან ეჭვმიტანილნი

0
1268

აშშ-ში ბიტკოინის ქურდობისთვის კვიპროსიდან ორი დამნაშავის ექსტრადაცია მოხდა.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილნი არიან ათასობით ბიტკოინის ქურდობასა და ჰეზბოლასთან კავშირში. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, იკვეთება ფულის გათეთრების ნიშნებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში კრიპტო სექტორში თაღლითობის შემთხვევები მომრავლდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კრიპტო დანაშაულსაც გამოიძიებს.

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მიერ შექმნილი კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას.

Blockchain ანალიტიკური პლატფორმა Whale Alert-ის კვლევის მიხედვით კი 2017-დან 2020-ის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის შემთხვევები გაზრდილია.

კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თაღლითებმა 38 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ციფრული ვალუტით უკვე 24 მილიონი დოლარია მოპარული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი