ჩეხური გაზისა და ენერგეტიკის კომპანია კრიპტოვალუტით გადახდის სისტემას შემოიღებს

0
3242

ჩეხეთის გაზისა და ენერგეტიკის კომპანია Pražská plynárenská ახალი პროექტის განხორციელებას კრიპტოვალუტასთან ერთად გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Hospodářské noviny იტყობინება.

გაზის კომპანია ეძებს ახალ საინვესტიციო პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს ჩეხური კრონითა და ციფრული ვალუტით პროექტში თავისი წვლილი შეიტანონ.

კომპანია ასევე მიიღებს ციფრულ ვალუტებს, როგორც მომსახურებისთვის გადახდის საშუალებად.

პაველ ჯენესეკიმ საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანიის ინიციატივა არის საშუალება ახალგაზრდა თაობის მომხამრებლის მოსაზიდად.

კომპანიის საბჭოს განცხადებით, კომპანია ივნისის თვეში მზად იქნება კრიპტოვალუტის გადახდის სისტემის დასანერგად. ამასთანავე, ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება გადახდის საშუალებად ავტომატურად გარდაიქმნება სახელმწიფო ვალუტაში.

“… ჩვენ არ ვფიქრობთ კრიპტოვალუტის განსაკუთრებულ განვითარებაზე, მაგრამ თუ ვინმეს სურს ალტერნატიული საშუალებით გადაიხადოს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შესაძლებელი გახდეს”,-აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, Pražská plynárenská ინდუსტრიაში ერთადერთი ჩეხური კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტით გადახდას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტები ტრადიციული საბანკო სისტემისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადება “არ შეგეშინდეთ ბიტკოინის” ეჭქვეშ აყენებს იმ აზრს, რომ ტრადიციული ვალუტა უფრო შესაფერისია ვაჭრობისთვის, ვიდრე კრიპტოვალუტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი