დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ბოლო დროს ინვესტორების მხირდან გახშირდა ტრადიციული ფულადი სახსრების ციფრულ ვალუტაში გადატანა.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის სექტორი ფინანსური კრიზისისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
ამასთანავე, ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბლოგზე, მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომლის მიხედვითაც, კრიპტო ვაჭრობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტრადიციულ ფინანსებს.
ის მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული განსაკუთრებით კი კორონავირუსის ფონზე შექმნილი კრიზისის დროს.
სტატიის ავტორებმა ასეთი მოსაზრება გამოთქვეს: გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტის ოპერაციები დეცენტრალიზირებული სახით მიმდინარეობს და ამას არ აკონტროლებს რომელიმე ხელისუფლება, ინვესტორებს თავიანთი კაპიტალი კრიპტოვალუტაში გადააქვთ.
ეს კი ნიშნვას იმას, რომ ინვესტორები მთავრობებისა და ბანკების მიმართ ნდობას ნელ-ნელა კარგავენ.
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მსოფლმხედველობის ყოველთვიური ანგარიშში აღწერილი იყო COVID-19-სგან გამოწვეული კრიზისი.
კრიზისი შეფასადა როგორც 90 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა.
ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები კი ამ მდგომარეობას უიმედოდ არ უყურებენ. რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ფონზე შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკებმა ციფრული ვალუტის გამოშვება დააჩქარონ.