ჩინეთში 263 Blockchain პროექტი მიმდინარეობს

0
1586

ჩინეთში მიმდინარე Blockchain პროექტების რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალება China.org.cn ავრცელებს.

China.com.cn-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთში 263 Blockchain-თან დაკავშირებული პროექტები მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში მსოფლიო პროექტების 25%-ს შეადგენს.

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სამი დიდი ქალაქი Blockchain-ისთვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა.

მედიაში იწერებოდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროქტების ანალიზი გაკეთდა და აღმოჩნდა, რომ მიმდინარე 32 პროექტიდან 11 კონცენტრირებულია სამი მიმართულებით, ესენია: პეკინი, შანხაი და განგძუ.

ამასთანავე, შემოდგომაზე ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებული იყო კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.

ჰაინანის პროვინციის ინდუსტრიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანგ ჯაინგი აცხადებდა, რომ პროვინცია საერთაშორისო დონის სპეციალისტების მოზიდვაზე იზრუნებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი