სამხრეთ კორეაში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული 380 სამუშაო ადგილი შეიქმნა

0
1262

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა რამდენიმე პროექტის შექმნა დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა 380 Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილი. ამ პროექტებისთვის 110 მილიონ დოლარზე მეტი ახალი ინვესტიცია განხორციელდა.

მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამაში მონაწილე ზოგიერთი კომპანია აზიის 14 ქვეყანაში მუშაობს. ამ ქვეყნებს შორის არის: ინდონეზია, ტაილანდი და ვიეტნამი.

მარეგულირებლის შეფასებით, Blockchain ტექნოლოგია სასარგებლო და უსაფრთხოა ისეთი ნივთებისთვის, როგორიცაა უძრავი ქონება, მომსახურების სფერო და ა.შ.

2019 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის უძველესი ბანკი, Shinhan Bank-ი, ორ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა შეექმნა.

ადგილობრივი მედია საშუალება, Korea Times-ის ცნობით, Shinhan Bank-ის წარმომადგენელმა Ground X და Blockchain- ის დეველოპერთან Hexlant–თან ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორებმა შეიმუშავეს საბანკო მომსახურებითვის უსაფრთხოების მართვის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ Ground X არის სამხრეთ კორეის ინტერნეტ კომპანია Kakao-ს Blockchain გაერთიანება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი