ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას აგრძელებს

0
1551

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი მხარს უჭერს გამოსაშვები ციფრული ვალუტის კვლევასა და შემდგომ განვითარებას.

განცხადების თანახმად, ციფრული ვალუტის განვითარება 2020 წელს ბანკის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია.

”მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი დონის სისტემის დიზაინის გაუმჯობესება. დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის კვლევა. კვლევის გარდა, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ვიზრუნოთ ციფრული ვალუტის განვითარებაზეც”,- ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ჩინეთის მთავრობა ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე საუბრობდა.

როგორც ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი, Global Times-ი წერდა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის კვლევას დიდ ყურადღებას უთმობდა. მისი თქმით, საჭირო იყო რისკების კვლევა, ტესტირება და შედეგების შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა რამდენიმე ორგანიზაციას უკვე გადაეცა.

როგორც ცნობილია, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პირველი ბენეფიციარები არიან Alibaba, Tencent-ი, ჩინეთის სამშენებლო ბანკი, ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი, ჩინეთის ბანკი, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი და ჩინეთის საბანკო ასოციაცია Union Pay.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი