იაპონიისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის საკითხზე ერთად იმუშავებენ

0
1304

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მან შექმნა სტაბილკოინის სამეკავშირეო და საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტის შექმნის მიზანი კერძო სექტორთან და ბანკებთან თანამშრომლობაა. მომავალი სტაბილკოინის კონცეფციის განსახილველად კი ჩინეთმა გააერთიანა 6 უმსხვილესი ბანკი, რათა ციფრული ვალუტის ტესტირებისთვის პლატფორმა შეექმნა.

იმისათვის, რომ მომავალში ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელი ბანკების მუშაობა შეუფერხებლად წარიმართოს მათ გადაწყვიტეს საწყის ეტაპზევე შეხვედროდნენ, როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. სატესტო ცდები დაიწყება 2021 წლის ოქტომბერში, მოსამზადებელი პერიოდი კი – შემდეგი თვიდან.

რასაკვირველია, აღნიშნული გაერთიანება სათანადო ბიუროკრატიულ შემოწმებას საჭიროებს. შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც იმყოფებიან ამ ექვსი ბანკის გაერთიანებულ სიაში შეეძლებათ პროცესებში მონაწილეობა, რათა დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები განხილვისას.

მანამდე კი ყველა მათგანს, ვინც სურვილს გამოთქვამს გაეგზავნება შეტყობინება, საიდანაც შეეძლება განახლებული ციფრული ვალუტის სატესტო ვარიანტის ჩამოტვირთვა და მოხმარება.

კლიენტის გამოცდილება და ჩართულობა კი ოფიციალურად აისახება ოქმებში. აღნიშნული საფულეების ლიმიტი, თავდაპირველად, დღეში 1000 იუანით განისაზღვრა, თუმცა მომავლში ვარაუდოენ ამ ლიმიტის გაზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი