ჩინეთში მიმდინარე Blockchain პროექტი ეთერიუმთან ითანამშრომლებს

0
1146

ჩინეთის საზოგადოებრივმა Blockchain პროექტ Nervos-მა განაცხადა ეთერიუმთან თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის მიზანი ჯაჭვური ოპერაციების გამარტივება იქნება.

Nervos Force Bridge- ის გაშვება გამოცხადდა 17 დეკემბერს. ეს ახალი ფინანსური ხიდი გამოირჩევა ERC-20 სიმბოლოების ადგილობრივი მხარდაჭერით და დამატებითი ძალისხმევებისა და ბიუროკრატიული მოთხოვნების გარეშე ოპერაციების წარმოებით ეთერიუმსა და Nervos-ის CKB ქსელს შორის. პროექტი საგრძნობლად გაამრტივებს ამ კოლაბორაციის შედეგად გამოჩენილი ახალი მომხმარებელების ფულად ოპერაციებს.

გუნდი ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურა შთაგონებული იყო პოპულარული ონლაინ თამაშის Dota 2-ის “Force Staff” ინსტრუმენტის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ობიექტები ვირტუალურ სამყაროში გადაადგილონ.

Nervos-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანდო არქიტექტურა ამარტივებს ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ჯაჭვური ტრანსფერების შესასრულებლად.

შეგახსენებთ რომ, დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain ინიციატივის გაფართოების შესახებ. ამჟამად Blockchain სერვისული ქსელი – BSN, ახორციელებს მსხვილი Blockchain-ის კიდევ ერთი ჯგუფის მხარდაჭერას. მათ გააერთიანეს Polkadot-ი, Oasis-ი და Bityaun-ის ეკოსისტემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი