FATF-ი ქვეყნებში არსებული კრიპტო მარეგულირებელი გარემოთი უკმაყოფილოა

0
810

Financial Action Task Force (FATF) იტყობინება, რომ ბევრი ქვეყანა და კომპანია, მათ შორის ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერები (VASP), არ შეესაბამება ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებულ FATF მარეგულირებელ სტანდარტებს.

ანგარიშში სახელწოდებით “ეფექტურობის მდგომარეობა და შესაბამისობა FATF სტანდარტებთან”, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 120 ქვეყანაში შეფასებული იურისდიქციების 52%-ს აქვს ადეკვატური კანონები და მარეგულირებელი სტრუქტურები, რათა შეაფასონ რისკები და გადაამოწმონ კომპანიების ბენეფიციარი მფლობელები.

თუმცა FATF-ის ცნობით, ამ სფეროში ქვეყნების მხოლოდ 9% იყო არსებითად ეფექტური.

„ქვეყნებმა თავიანთი ძალისმხევით უნდა დააფიქსირონ პრიორიტეტი, წარმოაჩინონ გაუმჯობესებები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის აღრიცხვის, მოხსენებისა და გადამოწმების საქმეც“, – ნათქვამია FATF-ის ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, FATF-ის მიზანია ეფექტური საზედამხედველო და აღსრულების სისტემის შექმნა, რომელიც საზედამხედველო ღონისძიებების ფართო სპექტრს მოიცავს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ზედამხედველობა კომპანიებზე გამიზნული იყო რისკების შესაფასებლად და საფრთხეების შესამცირებლად, პოტენციურად უკანონო ტრანზაქციებთან გამკლავების საპასუხოდ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი