ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
2264

ჩინეთის ცენტრალური ბანკი ვირტუალური ვალუტების მიმართ მკაცრი ზომების მიღებას განაგრძობს. ბანკის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროცესი იენის დაცვისა და გაძლიერების სტრატეგიის ნაწილია.

2018 წლის ეროვნული ვიდეო კონფერენცია, როემლიც ჩინეთის სავალუტო სისტემის წინაშე არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებს ეხებოდა ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ფენ იეფიმ იენის დაცვისთვის რამდენიმე ფაქტორი გამოკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ფენ იეფიმ მხარი დაუჭირა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ მთავრობის მიერ შემოღებულ რეგულაციის სისტემას, იქვე აღნიშნა:

“… რეფორმასა და ინოვაციას ხელის რომ შეეწყოს, მყარად უნდა დაფუძნდეს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა R & D.

ციფრული ვალუტის შექმნის მიზანია მკაცრად გაძლიერდეს შიდა მენეჯმენტი და გარე ზედამხედველობა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ეფექტურად გააძლიერებს რენმინბის (ჩინეთის სახალხო რესპუბლის ოფიციალური ვალუტა. იენი რენმინბის ძირითადი ერთეულია) ხარისხის კონტროლს … და განახორციელებს სხვადასხვა ტიპის ვირტუალური ვალუტის რატიფიცირებას”,- განაცხადა ფენ იეფიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კრიპტოვალუტის, ციფრული ან ვირტუალური ვალუტების წინააღმდეგ რაიმე სპეციფიკურ ღონისძიებებზე არ არის საუბარი ერთი რამ ნათელია, ჩინეთის მთავრობას კვლავ მკაცრი პოზიცია აქვს დეცენტრალიზებული გადახდის ფორმების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მკაცრი პოლიტიკის გამო, კრიპტობირჟებმა კონტინენტური ჩინეთიდან ჰონგ-კონგსა და მეზობელ იაპონიაში გადაინაცვლეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი